ულევი და სუფთა წყლის წყარო

თვეში 119 ₾-დან

Crystalo365 არის კომპანია, რომელიც ოფისებისთვის და ორგანიზაციებისთვის წყლის დისპენსერების გაქირავებას სთავაზობს აბონენტურ მოდელზე (subscription-based). სერვისი მოიცავს დისპენსერების დამონტაჟებას, ტექნიკურ მომსახურებასა და რეგულარულად ფილტრების შეცვლას.

ჩვენი მიზანია, კლიენტებს შევთავაზოთ სუფთა და უსაფრთხო წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დამატებითი საზრუნავის გარეშე.

ულიმიტო წყალი

ჩვენი დისპენსერები ჩვეულებრივი დისპენსერებისგან განსხვავებით პირდაპირ ერთდება ცენტრალურ წყლის სისტემაზე, რის შემდეგაც ფილტრაციის თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს აბსოლუტურად სუფთა და ჯანსაღ წყალს. ეს იძლევა მნიშვნელოვან უპირატესობას, რადგან კომპანიებს აღარ უწევთ მძიმე ბალონების თრევა, მათი ხშირი ცვლა და ზედმეტი ლოჯისტიკური პრობლემების გადაჭრა, თანაც ბალონებთან შედარებით ჩვენი გადაწყვეტა გაცილებით ეკონომიურია. სერვისი მოიცავს ტექნიკურ მომსახურებას, ფილტრების რეგულარულ შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში რემონტს, ასევე სწრაფ მიწოდებასა და მონტაჟს. Crystalo365 წარმოადგენს ეკოლოგიურ, ეკონომიურ და კომფორტულ ალტერნატივას ბოთლოვან წყალთან შედარებით და უზრუნველყოფს ხარჯების შემცირებასა და კლიენტების სრულ კომფორტს.